გიორგი კვირიკაშვილი დავოსში დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს ტონი ბლერს შეხვდა
20-01-2016, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილსა და ტონი ბლერს შორის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა განათლების სისტემის რეფორმით, ასევე “ღია მმართველობის პარტნიორობის” მიმდინარეობით, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების საკითხს. ტონი ბლერი მზად არის საქართველოს მთავრობას გარკვეული რჩევები ამ მიმართულებითაც მისცეს. გიორგი კვირიკაშვილმა და ტონი ბლერმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

 


შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი