Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს - შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და Tata Sons LTD-ის თავმჯდომარე საირუს მისტრისთან დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საირუს მისტრისი, ინდური სასტუმროების ქსელების სამუშაო ჯგუფთან ერთად, საქართველოს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ საინვესტიციო გარემოს. TATA საქართველოში უკვე ახორციელებს რამდენიმე მსხვილ პროექტს. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა 33,4 მლნ. დოლარს შეადგენს.
TATA ჯგუფი მოიცავს 100-ზე მეტ ოპერატორ კომპანიას ბიზნესის 7 სექტორში: კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმიანობა, მასალები, მომსახურება, ენერგეტიკა, სამომხმარებლო პროდუქცია და ქიმიკატები. ჯგუფი მოქმედებს 100-ზე მეტ ქვეყანაში 6 კონტინენტზე. 2015 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 109 მილიარდი ამერიკული დოლარი, სულ დასაქმებული ჰყავს 600 ათასი ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.