საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. კვირკაშვილის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია სესიაზე - Eurasia and the Modern Silk Road.
გიორგი კვირიკაშვილი ასევე, მონაწილეობას მიიღებს "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში", სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები, დაესწრება სამუშაო შეხვედრებს სახელწოდებით, "შეხვდი ევროკომისიას" და "მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: ევროპის ახალი დღის წესრიგი".
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რიგით 46-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად დავოსში 20 იანვარს ჩავიდა. მან უკვე გამართა შეხვედრები მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან. ასევე შეხვდა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს ტონი ბლეერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.