გიორგი კვირიკაშვილი: ნატო-ს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება საქართველოს ქმედებებზე
21-01-2016, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღია კარის პოლიტიკას, რომელიც ნატო-მ 2015 წლის დეკემბერში გამართულ მინისტერიალზე დაანონსა, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უცხოელი ჟურნალისტისთვის, აშიშ კუმარ სენისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ვარშავას სამიტზე საქართველო მაპ-ს თუ არა, საგზაო რუკას მაინც მიიღებს, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი, თუ რა კონკრეტული შედეგები იქნება ნატო-ს სამიტზე ვარშავაში.

 

 

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნატო-ს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება საქართველოს ქმედებებზე, დააფიქსირებს საქართველოს პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და დაგვაახლოვებს ალიანსში გაწევრიანების ჩვენს საბოლოო მიზანთან. საქართველოში მიმდინარე ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმების მთავარი მიზანია, მოხდეს ქვეყნის მოდერნიზება და დააყენოს ის დემოკრატიისა და კეთლდღეობის შეუქცევად გზაზე. საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხედავს, როგორც შესაძლებლობას მიაღწიოს ამ მიზნებს და შეინარჩუნოს ისინი მომავალში. პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში იქნება კარგი სტიმული საქართველოს მოსახლეობისთვის, გააგრძელოს რეფორმების მხარდაჭერა. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს და არ ველით სწრაფ პროგრესს ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია დავანახოთ ჩვენს ხალხს, რომ პროცესი არ შეჩერებულა და მას საგრძნობი შედეგი მოაქვს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი