აშშ საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის ყველა სახელმწიფო დონეზე, ასეთი ძლიერი ჯერ არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უცხოელი ჟურნალისტისთვის აშიშ კუმარ სენისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"მჯერა, რომ დროა ავიყვანოთ ჩვენი პარტნიორობა ახალ დონეზე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობა გავხადოთ რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიზაციის საყრდენი", - განაცხადა კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ევროკავშირი-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციების მნიშვნელობას. მისი შეფასებით, "ეს იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის". "ევროპული კომისიის რეკომენდაციები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე აღიარებს ჩვენს ერთგულებას ევროპული ფასეულობებისადმი და მთავრობის უნარს, განახორციელოს საჭირო და ეფექტური რეფორმები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ მიმართული რეფორმების ერთგული რჩება. გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუში რუსეთის ფაქტორზეც ისაუბრა.
"რუსეთის ქმედებების, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დადებულ ე.წ. თანამშრომლობის შეთანხმებების პირობებში, ჩვენ არ შეგვიძლია სიფხიზლე მოვადუნოთ. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შერიგებისკენ მიმართულ ნაბიჯებს ვდგამთ. გვსურს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ხალხმა ისარგებლოს თანამედროვე ქვეყნის მნიშვნელოვანი ბენეფიტებით, რომელიც სრულად ინტეგრირებულია ევროპულ და გლობალურ ეკონომიკაში. მთავარი ჩვენი ინსტრუმენტი გამარჯვების მისაღწევად დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებაა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.