იოჰანეს ჰანი: ევროკავშირი მუშაობს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე დაასრულოს
21-01-2016, 02:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიზნით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში გუშინ გამართულ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 

 

"საქართველომ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისთვის შთამბეჭდავი ძალისხმევა გასწია, შედეგები უკვე შესამჩნევია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის კუთხით. სხვა ინდიკატორებიც იმედის მომცემ ნიშნებს გვაძლევს. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დაამტკიცა, რომ იგი არის ეფექტური ინსტრუმენტი რეფორმების წახალისებაში. თუმცა, საქართველო გასცდა სამოქმედო გეგმის ნიშნულებს და გადადგა უფრო მეტი ნაბიჯები სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების კუთხით. ამის შედეგი იყო ჩვენი დადებითი ანგარიში გასული წლის დეკემბერში," - განმარტა ევროკომისარმა.

 

 

როგორც იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ევროპარლამენტში გუშინ გამართულ პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე იმსჯელეს, დღეს კი აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტს ეყრება კენჭი. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი