ზურაბ მელიქიშვილი: ეროვნული ვალუტა უფასურდება და ძალიან ახლოსაა საგანგაშო ზღვართან
21-01-2016, 02:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ეროვნული ვალუტა უფასურდება და ძალიან ახლოსაა საგანგაშო ზღვართან.


"მთავრობის ზერელე დამოკიდებულება პირველ რიგში აისახება ეკონომიკის შემცირებასა და ლარის გაუფასურებაზე. ეს ყველაფერი კი საქართველოს მოსახლეობას აწვება ტვირთად, რომელიც ყოველდღიურად ღარიბდება. ლარი კურსი ისევ ეცემა, ბოლო 13 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი რეზერვებს შეუქცევადად ხარჯავს, დაახლოებით 407 მილიონი დოლარია დახარჯული ისე, რომ უკან 1 დოლარიც არაა შესყიდული.


მცირდება ექსპორტი, ინვესტიციები, მთავრობა კი არაფერს არ აკეთებს და მხოლოდ ზერელე განცხადებებითაა შემოფარგლული. კომერციულ ბანკებში კი ლარის კურსი ფაქტიურად ახლოსაა ძალიან საგანგაშო ზღვართან. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ესაა პერიოდი, როდესაც პროცენტების განაღდება უწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში, დაახლოებით 530 ათასი ჩვენი მოქალაქეა კრედიტზე დამოკიდებული.


ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას გამოფხიზლდნენ, დღეს მთავარი საზრუნავი ეროვნული ვალუტის გადარჩენაა, არ შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის იმედად ყოფნა, რადგან ეს ამოწურვადია," განაცხადა მელიქიშვილმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი