ნუგზარ წიკლაური: კალაძეს არ აქვს პასუხი იმ პროცესზე, რაც ახლა მიმდინარეობს
21-01-2016, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მინისტრი კალაძე მოიტყუა, როცა 2 დღის წინ, გადაცემა "არჩევნაში" აღნიშნა, რომ ის მზადაა პარლამენტში მივიდეს და ნებისმიერი შეკითხვას უპასუხოს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

"ჩვენ 2 დღის წინ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ნაციონალურ მოძრაობას მიეწვიოს ის პარლამენტსი და მას უარი ეთქვას. სინამდვილეში კი ის ასე, ზუსტად 3-ჯერ მოიქცა. ბოლო უარი ენერგეტიკის სამინისტროსგან, სწორედ ამ განცხადების შემდეგ, გუშინ დილით მივიღეთ.

 

 

ეს მეტყველებს იმაზე, რომ მინისტრი არის პათოლოგიური მატყუარა. ასევე, მას არ აქვს პასუხი იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს. ეს ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესებს. დღეს ქვეყანა იმ ვითარებაშია, როცა რუსეთი შანტაჟისა და ულტიმატუმების ენით გვესაუბრება.

 

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მატყუარა მთავრობის არსებობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება, სწორედ ამიტომ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ეს მთავრობა ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ იმ არჩევნების გზით, რომელიც გვიახლოვდება" - აღნიშნა წიკლაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი