კახა ცხადაძე: არსად არ მივდივარ და ახლა უკვე ფედერაციის გადასაწყვეტია, თუ რას მოიმოქმედებს
21-01-2016, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვრჩები გუნდში, არსად არ მივდივარ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ განაცხადა.

 

 

"ჩემი შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციის მიმართ არის ის, რომ დავიკლოთ ხელფასის 25 პროცენტი, შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი, ეს თანხა უკან დამიბრუნდეს. ამის შესახებ ვესაუბრე ლევან კობიაშვილსაც. მე პირადად ვრჩები გუნდში. არსად არ მივდივარ და ახლა უკვე ფედერაციის გადასაწყვეტია, თუ რას მოიმოქმედებს. უმჯობესია, გადაწყვეტილება ფედერაციამ მალე მიიღოს. თუ უნდა გათავისუფლება და კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა – თქვას, თუ არადა და დამთავრდეს ამაზე საუბარი, რათა გავაგრძელო მშვიდად მუშაობა. გუნდი არის ერთიანი. ფსიქოლოგიურად წინ წავედით და გუნდში გაჩნდა ოპტიმიზმი. ბიჭები ნერვიულობენ, ყოველ დღე მეკონტაქტებიან - მათაც აინტერესებთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამიტომ, ვინაიდან უკვე ახლოვდება შესარჩევი ეტაპი, უმჯობესია გადაწყვეტილებები დროულად იქნეს მიღებული", - აღნიშნა ცხადაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი