კახა კოჟორიძე: სისტემურ-ძალადობრივი დანაშაულის მიმართ, ჩვენი დაინტერესება გრძელდება
21-01-2016, 04:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის შეფასებით, პროკურატურის განცხადებაში პრეზიდენტის მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით ინფორმაცია აღემატებოდა იმ ინფორმაციას, რაც საზოგადოებას აქამდე გააჩნდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კახა კოჟორიძემ განუცხადა, როდესაც პროკურატურის მიერ პრეზიდენტის კითხვებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

 

"საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ საზოგადოების დაცულობის და მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით მოითხოვა მეტი ინფორმაციის გასაჯაროება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ცხადია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს განხორციელდა თუ არა მართლმსაჯულება სისტემურ-ძალადობრივი დანაშაულის მიმართ, ამ საკითხზე ჩვენი დაინტერესება გრძელდება და უახლოეს პერიოდში იგეგმება შეხვედრები მთავარ პროკურატურასთან ერთი მხრივ და ასევე სახალხო დამცველთან. მაგრამ უნდა ვთქვა, ის, რომ მოწოდებული ინფორმაცია ჩემი აზრით და შეფასებით აღემატებოდა იმ ინფორმაციას, რაც საზოგადოებას აქამდე გააჩნდა", - განაცხადა კოჟორიძემ.

 

 

რაც შეეხება მთავარ პროკურატურაში და სახალხო დამცველთან შეხვედრას, კოჟორიძის განმარტებით, ეს იქნება უახლოეს დღეებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი