დიდმა ბრიტანეთმა ალექსანდრ ლიტვინენკოს გარდაცვალებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ასეთია ლონდონის სასამართლოს ვერდიქტი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. როგორც BBC წერს, სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკოს "მკვლელობა სავარაუდოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანხმობით განხორციელდა".
ლონდონის სასამართლოში ვარაუდობენ, რომ ლიტვინენკოს ლიკვიდირების ოპერაცია სავარაუდოდ, სწორედ უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ჩატარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წლის ნოემბერში რადიაქტიური პოლონიუმით მოწამლეს. იმ დროისთვის ის უკვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნივთიერება ლიტვინენკოს, ჩაის ჭიქაში ყოფილმა კოლეგამ ანდრეი ლუგოვოიმ ჩაუყარა, რომელიც ამჟამად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია. ლიტვინენკოს გარდაცვალებასთან კავშირი რუს ბიზნესმენ დიმიტრი კოვტუნსაც აქვს.
ლიტვინენკოს მეუღლის, მარინა ლიტვინენკოს ინფორმაციით, მოწამვლამდე მისი მეუღლე აქტიურად თანამშრომლობდა ბრიტანულ და ესპანურ სპეცსამსახურებთან. 2007 წელს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ რუსეთს, ლუგოვოისა და კოვტუნის ექსტრადირება მოსთხოვა, თუმცა, უარი მიიღო.
მოსამართლე სერ რობერტ ოუენმა განაცხადა, რომ ძალიან მოსალოდნელია მისი დიდი ხნის მტრის მოსაკლავად სანქცია პუტინის მიერ იყოს გაცემული.
ლიტვინენკოს ქვრივმა მარინამ განაცხადა, რომ ის "ძალიან კმაყოფილია" საჯარო გამოძიების დასკვნით. ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გარეთ მან თქვა: "სიტყვები, რომელიც ჩემმა მეუღლემ სიკვდილის სარეცელზე წარმოთქვა, როცა ის პუტინს სდებდა ბრალს, ინგლისის სასამართლოს მიერ დადასტურდა."
მარინა ლიტვინენკომ მოუწოდა დიდ ბრიტანეთს სპეცსამსახურების ყველა წარმომადგენელი გააძევოს ქვეყნიდან, დააწესოს რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები, აუკრძალოს მგზავრობა ინდივიდუალურ პირებს, მათ შორის პუტინს.
ლიტვინენკო 2006 წელს 43 წლის ასაკში ლონდონში რადიოაქტიური ნივთიერებით პოლონიუმ-210-ით მოწამვლიდან რამდენიმე დღეში გარადაიცვალა. ლიტვინენკო დარწმუნებული იყო, რომ ნივთიერება ჩაიში იყო გარეული და მისი დალევის შემდეგ მოიწამლა.
რუსეთის ორმა მოქალაქემ, ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმა უარყვეს ლიტვინენკოს მკვლელობა.
მოსამართლე, სერ რობერტ ოუენმა 6 თვის განმავლობაში 62 მოწმის მოსმენისა და მისთვის ლიტვინენკოსა და მისი ბრიტანულ სპეცსამსახურებთან კავშირების შესახებ წარდგენილი სპეცსამსახურების საიდუმლო სამხილების გაცნობის შემდეგ, საჯარო გამოძიების შედეგები დღეს გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.