გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსახლეობა არამცთუ პანიკაში იყოს, არამედ თუნდაც რაიმე დაძაბულობა იყოს. იმ ნაბიჯების მთავარი ამოცანა, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვახორციელებთ, არის ის, რომ როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში სასწრაფო დახმარების სამსახურების გადატვირთული მუშაობა განიტვირთოს. მათ მიეცეთ იმის საშუალება, რომ თავისი მოვალეობა შეასრულონ - გადაუდებელი მდგომარეობების მართვა და მეორეს მხრივ, მოსახელობას შევუქმნათ კომფორტი, რომ გაზრდილი მიმართვიანობის შემთხვევაში, რაც ნამდვილად გვაქვს ამ დღეებში, მიიღონ კვალიფიციური დახმარება და ეს დახმარება მიიღონ იმ სპეციალიტებისგან, რომლებიც ამაში ყველაზე მეტად არიან მომზადებულები", - განაცხადა სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.