დავით სერგეენკო: დაფიქსირდა რამდენიმე ათეული შეუსრულებელი გამოძახება, ანუ როდესაც გამოიძახეს სასწრაფო და საერთოდ ვერ მივიდა
21-01-2016, 05:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, დღის განმავლობაში სასწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობა რამდენიმე ასეულითაა გაზრდილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"ბოლო პერიოდის დინამიკა აჩვენებს, რომ განსაკუთრებით თბილისში სასწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობა გაიზარდა რამდენიმე ასეულით და ბოლო დღეებში დაფიქსირდა რამდენიმე ათეული შესურულებელი გამოძახება, ანუ როდესაც გამოიძახეს სასწრაფო და საერთოდ ვერ მივიდა, არამც თუ დაგვიანებით. ეს არის უკვე სასწრაფო დახმარების ფუნქციონირებაში ის წითელი ზღვარი, როდესაც დაუყოვნებლივ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს.

 

 

კითხვა არის საზოგადოებაში - რატომ ფიქრობთ გამოძახებეში ოჯახის ექიმის ჩართვას, ხომ არ ჯობს დაამატოთ ბრიგადებიო. ჯანდაცვაში ბევრი რამ სპეციფიკურია და მათ შორის, სასწრაფო დახმარებაც. მთელი ამ წლების განმავლობაში, რასაც მეტ ბრიგადას ამატებდა განსაკუთრებით, თბილისის სასწრაფო, პროპორციულად იზრდებოდა გამოძახებები, თუ ეს არ არის დარეგულირებული, ასეც იქნება. თუ 2012-2013 წლებში დედაქალაქში იყო საშუალოდ 1000 გამოძახება, 20 ბრიგადის დამატებამ მთლიანობაში ეს 1 800 გადახადა, შემდეგ დაემატა 12 ბრიგადა და უკვე ავიდა 2200-ზე დღე-ღამის განმავლობაში", - განაცადა სერგეენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი