"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს გადასადგმელი აქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, უკვე გაუმჯობესდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ტურისტული და კულტურული კავშირები. საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება შეფასდა როგორც პოზიტიური ნაბიჯი" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა New Atlanticist-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან პრინციპულ მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველო ჟენევის შეხვედრების ფარგლებში.
"რუსეთის ქმედებები (მაგალითად, ე.წ. თანამშრომლობის შეთანხმებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან) ჩვენ ყურადღების მოდუნების ფუფუნების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შერიგებისკენ. ჩვენი სურვილია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს ის რეალური სარგებელი, რომლის შეთავაზებაც შეუძლია ევროპულ და გლობალურ ეკონომიკაში სრულად ინტეგრირებულ თანამედროვე სახელმწიფოს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი მთავარი ინსტრუმენტებია დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზაცია" - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.