გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებს, სჭირდება ნაკლებად დაძაბული პოლიტიკური გარემო
21-01-2016, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ცდილობს განავითაროს ეკონომიკური კავშირები არა მხოლოდ ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან, არამედ რუსეთთანაც, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებს, სჭირდება ნაკლებად დაძაბული პოლიტიკური გარემო. კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და პროექტებზეც ისაუბრა.


"ჩვენ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის მოდერნიზებისთვის. ვასრულებთ მაგისტრალის მშენებლობას. ვმუშაობთ საკმაოდ აქტიურად ჩვენს მეზობლებთან ერთად იმისთვის, რომ განვავითაროთ სამხრეთ კავკასიის რეგიონი. ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გვაქვს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა. სარკინიგზო ხაზის შედეგად კომპანიებს, რომლებსაც ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით პროდუქციის ტრანსპორტირება ძვირი უჯდებათ, ხარჯები უმცირდებათ," თქვა პრემიერ მინისტრმა და დაამატა, რომ მომავალში იგეგმება ახალი პორტის აშენება ანაკლიაში და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზება.


"ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. ყველაზე დაბალი გადასახადების კუთხით ერთ-ერთი ქვეყანა ვართ. წელს ვაპირებთ მოგების გადასახადის გაუქმებას და საგადასახადო ადმინისტრირების კიდევ უფრო ლიბერალიზებას. ასევე ვგეგმავთ ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაბამისად მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას," აღნიშნა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთთანაც დაიწყო.

 

ახლახან ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან მსგავსი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო იქცევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონიმიკის მქონე ქვეყანად, სადაც გვაქვს ძალიან ლიბერალური რეგულაციები და შედარებით დაბალი ტარიფები ენერგორესურსებსა და კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პარტნიორობაში საქართველო შეასრულებს მნიშვნელოვან როლს," აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით საქართველო ცდილობს განავითაროს კავშირები ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან, ხოლო რუსეთთან დაძაბულობა შეამციროს. "რასაკვირველია, ჩვენ უნდა შევამციროთ პოლიტიკური დაძაბულობა და მივცეთ ყველა ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ჩათვლით, ნაკლებად დაძაბულ გარემოში განვითარების შესაძლებობა," - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი