შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის აზრით, მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება მდიდარი და ღარიბი მძღოლების გათანაბრების მექანიზმი იქნება.
"მართვის მოწმობებზე ქულების გამოკლების პრინციპი ისეა შედგენილი, რომ თითოეულ მძღოლს საშუალება აქვს, მოძრაობის წესები 4-5 ჯერ დაარღვიოს, ხოლო ვინც 27-ჯერ დაარღვევს, მართვის მოწმობას დაკარგავენ და გამოცდის ხელახლა ჩაბარება დასჭირდება, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ისინი ნამდვილად იცნობენ წესებს და მათი მხრიდან წესების დარღვევა უპასუხისმგებლობის ან არცოდნის შედეგი არ იყო. გამოცდას სავარაუდოდ, ფსიქოლოგთან გასაუბრების კომპონენტიც ექნება. სამწუხაროდ, პრობლემა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში იღებენ მართვის მოწმობას, სადაც უფრო იოლია მართვის მოწმობის აღება. იმისთვის, რომ შავი ხვრელები ავიცილოთ, ეს უცხოელებზეც გავრცელდება. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, რომ ქულების შემცირება მძღოლს სმს-ით შეატყობინოს და ამცნოს, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა მის დარღვევას. ვიდეო-ჯარიმების დროს ქულები არ იმოქმედებს. ქულები იმოქმედებს მხოლოდ საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქის დაჯარიმების დროს", - განმარტავს შალვა ხუციშვილი.
"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.