შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალდებულია დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმპცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
21-01-2016, 07:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალდებულია დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმპცია, - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაში, რომელიც პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

 

 

"უდანაშაულობის პრეზუმფცია სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. პრეზუმფციის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. აღნიშნული პრინციპის შინაარსი და მასშტაბი საერთაშორისო სასამართლოებმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა სხვა ორგანოებმა თავიანთ პრაქტიკაში განმარტეს.

 

 

ადამიანის უფლების ევროპული სასამართლოს შეფასებით, უდანაშაულობის პრეზუმფცია კრძალავს მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით თანამდებობის პირების მხრიდან ბრალდებული პირის დამნაშავეობაზე მითითებას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს თანამდებობის პირების იმგვარი განცხადებები, რომელიც უბიძგებს საზოგადოებას დაიჯეროს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, ასევე რომელმაც შეიძლება შემდგომში ხელი შეუშალოს სასამართლოს, რომ ობიექტურად შეაფასოს საქმის გარემოებები. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ცხადია, აღნიშნული არ გამორიცხავს შესაბამისი ორგანოების მხრიდან მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მხოლოდ ფაქტების სახით იქნას მიწოდებული და მას არ ჰქონდეს დეკლარაციული, მტკიცებითი ხასიათი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება თანამდებობის პირებთან ერთად, ასევე ვრცელდება ბრალდების მხარის საქმიანობაზე", - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და მაგალითად მოჰყავს, რომ 2010 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე Fatullayev v. Azerbaijan ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია გენერალური პროკურორის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადებები პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

 

 

სასამართლომ ყურადღება გაამხვილა იმ გარემოებაზე, რომ განცხადება გაკეთებული იყო არა სასამართლოში სიხლისამართლებრივი საქმის განხილვის ფორმატში, არამედ სატელევიზიო ინტერვიუს სახით. ამასთან, მის მიერ გახმოვანებულ იქნა არა მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, არამედ მას თან ახლდა შეფასებითი, მტკიცებითი მსჯელობა ბრალდებული პირის დამნაშავეობაზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციით, მსგავსი არგუმენტაციით ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა დაადგინა 2008 წლის გადაწყვეტილებებში საქმეებზე: Vitan c. Roumanie da Cionca c. Roumanie, ასევე 2002 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე Butkevičius v. Lithuania. ამ შემთხვევებშიც საქმე შეეხობოდა ბრალდების მხარის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. ამისგან განსხვავებით, საქმეში Daktaras v. Lithuania სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულად არ მიიჩნია, რადგან სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის განცხადებები პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით საქმის განხილვის ფორმატში იყო გაკეთებული და არა მისგან დამოუკიდებლად, მაგალითად პრესკონფერენციაზე.

 

 

"ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა ბრალდების მხარესაც ევალება იმ შემთხვევაში, როდესაც განცხადების გაკეთება ხდება არა სასამართლოში სისხლისამართლებრივი საქმის განხილვის ფორმატში, არამედ პრესკონფერენციის ან სატელევიზიო ინტერვიუს დროს. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება მოხდეს მხოლოდ ფაქტების აღწერის სახით, შეფასებითი, დეკლარაციული მსჯელობის გარეშე. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შესაძლებლობაზე ასევე მიუთითებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრაქტიკა. საქმეზე Gridin v. Russia კომიტეტმა მიიჩნია, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებები ბრალდებულის დამნაშავეობის შესახებ არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას. მიგვაჩნია, რომ შსს-ს მინისტრის მოადგილის მიერ მედიაში მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადება პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე და შემდგომ, მისი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ ვრცელდება ბრალდების მხარეზე, არ შეესაბამება საქართველოსთვის სავალდებულო უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. მითუმეტეს, რომ იგი უშუალოდ არ წარმოადგენს ამ კონკრეტული საქმის გამომძიებელს ან პროკურორს, არამედ განცხადებებს აკეთებს, როგორც მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც კიდევ უფრო მკაცრი სტანდარტით მოეთხოვება უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 49
#49   Christie
      
References:


Casinos that accept wire transfer Australia https://a-taxi.com.ua/user/skillalarm95/
გუშინ, 23:53
#48   Lurlene
      
References:


Top rated MiFinity casinos Australia https://pbase.com/timebomber48/
გუშინ, 07:00
#47   Tory
      
References:


Online pokies payid no deposit https://myspace.com/
21 ოქტომბერი 2026 18:32
#46   Dario
      
References:


Wire transfer casino banking options Australia skitterphoto.com
21 ოქტომბერი 2026 15:41
#45   Maryjo
      
References:


Pokies payid accepted australia http://www.pshunv.com/
21 ოქტომბერი 2026 14:34
#44   Carl
      
References:


1 dollar deposit pokies payid https://gitlab.herzog-it.de/bonsairice3
21 ოქტომბერი 2026 14:09
#43   Juliet
      
21 ოქტომბერი 2026 08:14
#42   Jayden
      
References:


Real money payid online pokies australian payid pokies
20 ოქტომბერი 2026 23:43
#41   Aleisha
      
References:


Fast withdrawal pokies australia payid garagesale.es
20 ოქტომბერი 2026 11:47
#40   Gloria
      
References:


MiFinity gambling sites Australia offshore casinos accepting MiFinity Australia
19 ოქტომბერი 2026 01:02
#39   Penney
      
References:


MiFinity slots casino Australia http://www.qilurexian.net
18 ოქტომბერი 2026 21:26
#38   Estela
      
References:


Online pokies bpay 24propertyinspain.com
18 ოქტომბერი 2026 18:24
#37   Raymond
      
References:


Play real money pokies with bpay play
bpay pokies on mobile
18 ოქტომბერი 2026 15:45
#36   Vivien
      
References:


Osko pokies real money Australia http://bestlosslessmusic.com/space-uid-115912.html
18 ოქტომბერი 2026 00:26
#35   Shelli
      
References:


Payid osko online pokies https://topsitenet.com/
17 ოქტომბერი 2026 17:01
#34   Alyssa
      
16 ოქტომბერი 2026 03:42
#33   Caitlyn
      
References:


Gpay casino deposit google pay deposit casino
16 ოქტომბერი 2026 01:55
#32   Earnest
      
References:


Neosurf anonymous casino australia tvoyaskala.com
15 ოქტომბერი 2026 20:31
#31   Iona
      
References:


Neosurf casino payment method australia http://t.044300.net/home.php?mod=space&uid=3176462
15 ოქტომბერი 2026 17:19
#30   Rosella
      
References:


Neosurf live casino australia https://dok.kompot.si/
15 ოქტომბერი 2026 14:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი