ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა შეიცვალოს
21-01-2016, 08:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა შეიცვალოს. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

 

"9 წელზე მეტი წლოვანების მანქანების განბაჟებისთვისაც უფრო შეღავათიანი რეჟიმი იქნება, რათა მათ, ვინც მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ყიდულობდა, განბაჟების შემცირების ხარჯზე, მარცხენასაჭიანი მანქანები უფრო ხელმისაწვდომი გაუხდეთ. იქნება ზღვრული მაჩვენებელი რაციონალური წლოვანებიდან გამომდინარე, როცა ავტომობილის განბაჟება უფრო იაფი იქნება", - განმარტავს შალვა ხუციშვილი.

 

 

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის.

 

 

ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა, თუმცა შენიშვნების გათვალისწინებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი