საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტში ახალი ფრაქციის – "ნაციონალური მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის" რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა. განცხადებაში, რომლითაც ფრაქციის თავმჯდომარემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, ფრაქციის შემადგენლობაში 6 წევრი შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: გიორგი ღვინიაშვილი - ფრაქციის თავმჯდომარე; აზერ სულეიმანოვი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე; შოთა მალაშხია - ფრაქციის მდივანი; როლანდ ახალაია - ფრაქციის წევრი; ნიკოლოზ ყიფშიძე - ფრაქციის წევრი და კობა ნაყოფია - ფრაქციის წევრი.
კომიტეტმა განხილულ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა. იგი დასკვნას ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის ბიურო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება, პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.