საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დავოსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბატს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. ინვესტიციები და ფინანსური დახმარებების მოცულობა კი 2016 წელს გაიზრდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრბატმა განუცხადა. შეხვედრა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
EBRD-ს პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თავის მხრივ გიორგი კვირიკაშვილმა სერ სუმა ჩაკრაბატს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის და იმ ინვესტიციებისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.