სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ეკლესიათა მეთაურების დიდი და წმინდა კრების წინა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გაემგზავრა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქი ჟენევაში თანმხლებ პირებთან ერთად დღეს გაემგზავრა. მათივე ინფორმაციით, მისი უწმინდესობის ოფიციალური თანმხლები პირები არიან: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარშენიძე) - საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე; გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; ასევე: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); ბერი ანთიმოზი (ჯავახიშვილი).
საპატრიარქოს ინფორმაციით, თავდაპირველად, შეხვედრა იგეგმებოდა კონსტანტინეპოლში, მაგრამ რიგი გარემოებების გათვალისწინებით, მსოფლიო პატრიარქმა სხდომა ჟენევაში, შამბეზის ცენტრში გადაიტანა.
"აქ მოხდება პრობლემური საკითხების ხელახალი განხილვა და მომავალი კრების დღის წესრიგის განსაზღვრა. როგორც ცნობილია, სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ დაესწრებიან ანტიოქიის და პოლონეთის ეკლესიათა მეთაურები, ასევე ელადის (საბერძნეთის) მთავარეპისკოპოსი. ისინი დელეგაციებს აგზავნიან და მათი სახით იქნებიან წარმოდგენილნი," აცხადებენ საპატრიარქოში.
შეხვედრა ექვს დღეს გასტანს და 28 იანვარს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.