სამართალდამცველებმა მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
E კლასის “მერსედესი” ნომრებით FBI 010 ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე იპოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, E კლასის “მერსედესი” უკვე რამდენიმე დღეა იდგა. ავტომობილს დაშვებული ჰქონდა უკანა საბურავი. ამ დროისთვის ნუცუბიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და ავტომობილი სპეციალურ სადგომზეა გადაყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.