ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
22-01-2016, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე პაატა მჭედლიძე დააკავა.

 


გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, დაამზადა ყალბი მინდობილობა, რომელიც თითქოს გაცემული იყო ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ზვოლეში. აღნიშნული ყალბი დოკუმენტით მჭედლიძე ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა უფლება, განეკარგა ეგვიპტის მოქალაქეების კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთები. გაყალბებული დოკუმენტაციით, ბრალდებულმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ გაასხვისა დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება და თაღლითურად დაეუფლა 80 000 აშშ დოლარს.

 

 

გარდა ამისა, პაატა მჭედლიძემ ანალოგიური თაღლითური სქემით და გაყალბებული დოკუმენტებით სცადა საბერძნეთისა და ეგვიპტის მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ჩუქების ხელშეკრულებით, შემდგომში გაყიდვის მიზნით, თუმცა საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის მორიგი მცდელობა აღკვეთა და ბრალდებული დააკავა.

 


საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი