თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს წარმომადგენლებს მასპინძლობს
22-01-2016, 01:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ნატო-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. დღეს, თავდაცვის სამინისტროში ნატოს საერთაშორისო სამსახურის და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წევრებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ უმასპინძლა.

 

 

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.

ნატოელი სტუმრების ვიზიტის მიზანი თებერვალში ნატოში დაგეგმილი თავდაცვის მინისტერიალისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების ანგარიშის მომზადება და საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების განხილვაა.

 

 

საქართველოში სტუმრობის დროს ნატოს საერთაშორისო სამსახურის და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს არსებითი პაკეტის ნატოს ძირითად ჯგუფთან (Core Team) და პაკეტის ფარგლებში შემავალი პროექტების ნატოელ და ქართველ ხელმძღვანელებთან.

 

 

შეხვედრების დროს ასევე განიხილეს არსებული თანამშრომლობის მექანიზმები, კერძოდ კი ნატოსთან დაგეგმვის და მიმოხილვის პროცესის (PARP) ფარგლებში არსებული პარტნიორობის მიზნები (PG), წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთიანი შეფასების დოკუმენტი (WP JA) და 2016 წლის განხორციელების პროგრამა (IP).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი