დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვია
22-01-2016, 01:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი, დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ქალაქის მერი შეხვედრებს სლოვაკეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო საპროექტო არქიტექტორულ ორგანიზაციებთან და საბანკო-საფინანსო სექტორების წარმომადგენლებთან მართავს. დავით ნარმანიასთან ერთად ბრატისლავაში გამართულ შეხვედრებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძეც ესწრება. ვიზიტის მთავარი თემა თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ქალაქის განაშენიანების პროექტს - „ეკო გრინ სითი“-ს უკავშირდება.

 

 

„ჩვენ ვისაუბრეთ, როგორც პოტენციურ საპროექტო ორგანიზაციებთან, ასევე, საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ვინც აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროექტის განხორციელებაში, რათა ჩვენი ქალაქისათვის, მართლაც, მნიშვნელოვანი პროექტი მივიღოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ასეც იქნება. პროექტი, ერთის მხრივ, იქნება ინოვაციური და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც დედაქალაქისთვის, ისე საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

 

 

ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო პროექტის შინაარსს, მის პერსპექტივებსა და ქართული მხარის როლს სლოვაკური, მოცულობითი ინვესტიციების განხორციელების პროცესში. სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალექსანდრე ნალბანდოვის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო ეკონომიკური კავშირების გაძლიერება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის, ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი