ხარძიანების ოჯახის ადვოკატი: გამორიცხვა იმისა, რომ მკვლელებს ჰყავდათ თანამზრახველები, არ შეიძლება
22-01-2016, 02:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახი გამოძიებით კმაყოფილია, თუმცა ელოდება გაიგოს, თუ ვინ იყო ოჯახის მტერი და ვინ შეუკვეთა ხარძიანის მკვლელობა. ამის შესახებ ხარძიანების ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"აღნიშნული პირები წარსდგებიან გამოძიების წინაშე. დანაშაულის ჩამდენები, რა თქმა უნდა, არ დადიოდნენ და არ აცხადებდნენ იმის შესახებ, რომ ისინი ხარძიანის მოსაკლავად გამოგზავნეს. გამოგზავნეს და ხელშეწყობას ითხოვდნენ. ისინი კონსპირაციულად და მოხერხებულად მოსახლეობასთან შერწყმულად ცხოვრობდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისში, რათა წარმატებით შეესრულებინათ ის, რაც შეასრულეს. აქედან გამომდინარე, მოტივს და დამკვეთებს გამოძიება გამოიკვლევს. ამით საქმე არ დასრულებულა", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ვერსიებზე მუშაობს ამჟამად გამოძიება და ფიგურირებს თუ არა საქმეში კვლავ გია უდესიანის გვარი, ადვოკატმა აღნიშნა, რომ პროკურატურა აბსოლუტურად ყველა ვერსიაზე მუშაობს, თუმცა, ვერც ერთ ვერსიას ის ვერ დააკონკრეტებს. კითხვაზე, მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალოვნებისთვის უკვე ცნობილია, თუ სად იმყოფებიან ბესიკ ხარძიანის მკვლელები და მიმდინარეობს დაკავების ოპერაცია, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ქართველი სამართალდამცველები ყველა ქვეყნის სამართალდამცველ უწყებებთან თანამშრომლობენ. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა არსებობდეს ვერსია ისმის შესახებ, რომ მკვლელებს ჰყავდათ საქართველოში თანამზრახველები, ადვოკატმა განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.

 

 

"გამორიცხვა იმისა, რომ მათ ჰყავდათ თანამზრახველები, არ შეიძლება. ამის განცხადების საშუალებას გვაძლევს ის, რომ მარშრუტით, რომელიც გამოქვეყნდა, კარგად ჩანს, რომ მათ კარგად იცოდნენ ხარძიანის პიროვნება. მისი სოციალური კავშირები და ასევე იარაღის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ დაასრულეს "წარმატებით", ის რაც დაასრულეს", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

 

 

პროკურატურამ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულები გუშინ დაასახელა. საერთაშორისო ძებნა უცხოეთის ორ მოქალაქეზე მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი