თამარ სანიკიძე ლონდონში გამართული განათლების მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა
22-01-2016, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის პირველმა  მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ლონდონში გამართულ განათლების მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმში 70 ქვეყნის განათლების მინისტრი და 300-მდე განათლების სფეროს წარმომადგენელი და ექსპერტი მონაწილეობდა.


ფორუმის დამაარსებლის, განათლების ყოფილი მინისტრის ჩარლზ კლარკის განცხადებით, ფორუმის ძირითადი მიზანია შეკრიბოს მინისტრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა  განიხილონ ის საერთო პრობლემები, რაც მათ აწუხებთ და ერთმანეთს ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარონ. 2016 წლის ლონდონის ფორუმზეც განხილული იქნა განათლების სფეროს ის პრობლემები, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაშია და რომელთა გადაჭრის  გზების ძიებაც, მოითხოვს საერთო ძალისხმევას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი სტანდარტების დანერგვას.


ფორუმზე განხილვის მთავარი თემები იყო - ხარისხიანი განათლება, მოსწავლეებში აუცილებელი უნარების განვითარება, წიგნიერების დონის ამაღლება, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება, სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ეროვნული სასწავლო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დახვეწა და სხვ.


“ის პროგრამები, რომელიც ჩვენ საქართველოში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დავიწყეთ სრულ თანხვედრაშია იმ ძირითად მიმართულებებთან, რომელზედაც ასე აქტიურად საუბრობენ,” განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ფორუმის მუშაობასთან დაკავშირებით.


თამარ სანიკიძის განათლების მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი