სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით კამპანია გაგრძელდება, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ ის სარგებელი ზუსტად იყოს აღქმული საზოგადოების მხრიგან, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას უკავშირდება. განსაკუთრებით ის ტექნიკური დეტალები, რომელიც მომავალში არ უნდა აფერხებდეს მათ თავისუფალ გადაადგილებას არსებული დოკუმენტის და არსებული შეთანხმების პირობებში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც მისი უწყების ინიციატივით დაიწყო. ფილმში ასახულია როგორ ეხმარებოდა ევროკავშირი წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროექტებს.
"მათი ხილვადობა არ არის იმდენად მაღალი, განსაკუთრებით მათ მიერ განხორციელებული პროექტების კონტექსტში. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია თავმოყრა იმ პროექტების, რასაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ახორციელებდა ევროკავშირი საქართველოში", - განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.