შალვა ოგბაიძე: ვემხრობი, რომ დიზელის საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი ავტობუსები შემოვიდეს
22-01-2016, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ახალი ავტობუსების შემოყვანისთვის სატენდერო კომისიას ქმნის.


„მე ჩვენ თანამოქალაქეებს ანგარიშს ჩავაბარებ, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი,რამდენად გამჭვირვალეა ის და რა მარკებზეა საუბარი. საუბარი და პროცესი რომ დაიწყოახალი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით, ეს უკვე მისასალმებელია.


ჯერ არ ვიცით, როგორ ავტობუსებზეა საუბარი, თუმცა, წინასწარ გამოჟონილიინფორმაციით, მერია აქცენტს ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებზე გააკეთებს. ევროპულ ქვეყნებში ეს საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან სერვისი იქ უმაღლეს დონეზეა, არის ტექდათვალიერება. საქართველოში კი არც ტექდათვალიერებაა და სერვისიც დაბალია. ძალიან დიდი რისკის შემცველია ასეთი ავტობუსების ექსპლუატაცია და შენახვა. ასეთი ავტობუსების ფასიც უფრო მეტია. მე ვემხრობი, რომ„ევრო 5″ -ის მარკის დიზელის საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი ავტობუსები შემოვიდეს”, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.


მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკიდან თბილისის მერია 30 მილიონის ოდენობით კრედიტს აიღებს ავტობუსების შემოსაყვანად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი