სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი პარლამენტს წინადადებით მიმართავს
22-01-2016, 03:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართავს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, უჩა ნანუაშვილმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, მიმართოს ყველა არსებულ ზომას, ხმაურის, საკანონმდებლო დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ფორმით დასარეგულირებლად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გასათვალისწინებლად.

 

 

"საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს თბილისში, აგლაძის ქუჩის მცხოვრებთა კოლექტიურ განცხადებას, რომელსაც 343 პირი აწერს ხელს. განცხადებაში აღწერილია სამრეწველო და სხვა დაწესებულებებიდან მომდინარე ხმაურის შედეგად მოსახლეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა. აღნიშნული პრობლემის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის" თაობაზე და ის შესული იყო პარლამენტის მიმდინარე სესიის დღის წესრიგში. მოგვიანებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართვაზე პასუხად, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე კანონპროექტი გამოთხოვილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური უწყებების განსხვავებული პოზიციების გამო, რაც უკავშირდებოდა "ხმაურის" დეფინიციის განსაზღვრას, განგრძობადობას, ასევე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ჯანმრთელობის ფუძემდებელი პირობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი გარემოს არსებობა. ხმაურით დაბინძურება ხელს უშლის ასეთი გარემოს სრულყოფილად ჩამოყალიბებას.

 

 

გარემოს ხმაურით დაბინძურება წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს ხმაურის რეგულირების საკითხის მჭიდრო კავშირს ჯანმრთელობის დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებთან. აღნიშნული ვითარება დაუყოვნებლივ საჭიროებს გამოსწორებას. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს აღნიშნულ წინადადებას და ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს ხმაურის რეგულირების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი