თბილისის მერი დავით ნარმანია სლოვაკეთში ვიზიტს განაგრძობს. დავით ნარმანიამ, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო საპროექტო არქიტექტორულ ორგანიზაციებთან და საბანკო-საფინანსო სექტორების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ჟილინას გუბერნატორთან, იურაი ბლანართან გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერთან ერთად საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძეც ესწრებოდა, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე იმსჯელეს, მათ შორის გამოიყო ორი მნიშვნელოვანი მიმართულება : ტურიზმი და საქართველოში სლოვაკური ინვესტიციების განხორციელება.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ორ კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით. პირველი ეს არის ტურისტული სექტორი და კონკრეტულად ვისაუბრეთ იმაზე, რომ ტუროპერატორები ჩამოვლენ ადგილზე, რათა დაათვალიერონ ჩვენი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და შეხვდნენ თავიანთ პოტენციურ პარტნიორებს და კოლეგებს, ხოლო მეორე - ეს არის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობა, ვინაიდან არსებობს კონკრეტული პროექტები, რაც ჩვენ დედაქალაქში შეგვიძლია განვახორციელოთ ინვესტორების მონაწილეობით. მათგან მივიღეთ შეთავაზებები და დაველოდებით კონკრეტულ წინადადებებს ამა თუ იმ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. დავით ნარმანიამ ჟილინის თვითმმართველი ერთეულის საპატიო სტუმრების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.