განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს ავრცელებს
22-01-2016, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია თუ რა უნდა გაკეთდეს სკოლებში პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების მიზნით.

 
„გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში;

 
სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეში გააქტიურდეს განიავების რეჟიმი  ყოველი შესვენებისას;

 
სისტემატურად განხორციელდეს სველი წესით დალაგება;

 
გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.


იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ექიმის მიერ  სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი  დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტინგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 
სკოლას ეძლევა რეკომენდაცია, თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია,

 
ამასთან, სკოლებს მოვუწოდებთ, ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ გრიპის გავრცელების რისკი.


20-21 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ავადობის გამო გაცდენის მაჩვენებელი არ აღემატება 16%-ს. დასწრების მონიტორინგი და ინფორმაციის შეგროვება გაგრძელდება  8 კალენდარული კვირის მანძილზე და გადაეცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი