ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს მოუწოდებს, პირველ რიგში ოჯახის ექიმს მიმართონ
22-01-2016, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს მოუწოდებს, შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში, ოჯახის ექიმს მიმართონ. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ ოჯახის ექიმები მოემსახურებიან პაციენტებს, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ისე ბინაზე.


"ყველა ამბულატორიული დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ვირუსული გრიპის ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში, მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, რომელიც მოგემსახურებათ, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ბინაზე. როდესაც თვლით, რომ ვირუსული გრიპის ინფექციის გართულებასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მხოლოდ მაშინ დარეკეთ 112-ში, სადაც დახმარებას გაგიწევენ როგორც სასწრაფო სამედიცინო პერსონალი, ასევე დამატებით 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მორიგე საოჯახო მედიცინის ცენტრები. 24 საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრები ღამის საათებში ემსახურება მხოლოდ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს," ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

ჯანდაცვის სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებების სიას და მისამართებსაც აქვეყნებს.


"საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი"-მის:წინამძღვრიშვილის ქ.57


კლინიკა "მედსი"- მის: ქიაჩელის ქ.N18


თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო- მის:ვაჟა-ფშაველას გამზ. N29


კლინიკა "მედკაპიტალი"-მის:გლდანი, ვეკუას ქ.N18

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი