დავით სერგეენკო მის სამსახურებრივ ავტომობილს რესპუბლიკურ საავადმყოფოს გამოძახებებისათვის უახლოეს საათებში გადასცემს
22-01-2016, 04:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებრივ ავტომობილს რესპუბლიკურ საავადმყოფოს გამოძახებებისათვის უახლოეს საათებში გადასცემს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, "112"-თან შეთანხმებით, დღეიდან ამოქმედდა ახალი პროტოკოლი, რომლითაც ზარების გადამისამართება მოხდება. კერძოდ, ე.წ. ცხელება, რისკ-ჯგუფების გარეშე, ამ ტიპის ზარების შემთხვევაში გამოძახებებზე სასწრაფო დახმარების ბრიგადების ნაცვლად ოჯახის ექიმები გავლენ. მინისტრის განცხადებით, ოჯახის ექიმები უფრო კვალიფიციურები არიან ასეთი პაციენტების დასახმარებლად.

 

 

მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ ამ მიზნით მისი სამსახურებრივ ავტომობილს, ასევე სამინისტროდან სხვა გამოთავისუფლებულ ავტომობილებს უახლოეს საათებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგზავნიან ოჯახის ექიმების გამოძახებებისათვის. დავით სერგეენკოს რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის გაგზავნილი ავტომობილების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. დავით სერგეენკომ მადლობა გადაუხადა "112"-ის მენეჯმენტს და დედაქალაქის პირველადი ჯანდაცვის ობიექტებს, რომ ამ სისტემის ამოქმედებაში სამინისტროს მხარში ამოუდგნენ.

 

 

კომენტარები: 1
#1   ლია
      
დავით სერგეენკო არის უაღრესად ღირსეული ადამიანი. უზარმაზარი პასუხისმგებლობის მქონე იმ ქვეყნის და ხალხის მიმართ რომლის მინისტრიც არის. ღმერთმა გვიმრავლოს ამისთანა მინისტრები.
22 იანვარი 2016 05:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი