„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის გაზპრომზე დამოკიდებულების გასაზრდელად მიმართული მცდელობის ერთ-ერთი მიზეზი, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესია.
„როგორც ოპოზიციის, ასევე საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ საქართველოს გაზპრომზე დამოკიდებულების გასაზრდელად მიმართული მთავრობის აგრესიულ მცდელობის ერთ-ერთი მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესიცაა. ამ ეჭვის თანახმად, ივანიშვილს, რომელიც ოფიციალური ცნობებით გაზპრომის ყველაზე მსხვილ მეწილეს წარმოადგენდა - საკუთარი მილიარდ აშშ დოლარიანი წილი ამ ორგანიზაციაში არ გაუყიდია.
გუშინ, წამყვან შვეიცარიულ გაზეთებში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის აქციებში ინვესტირების გამო, ბანკ „კრედიტ სუისში“ (რომელშიც მას დაახ. მილიარდი აშშ დოლარი აქვს განთავსებული) 100 მილიონ აშშ დოლარი იზარალა. ურყევი რეპუტაციის გაზეთები, მაგალითად როგორიცაა „ლე ტემპსი“ და „ჰანდელსცაიტუნგი“ ივანიშვილს „გაზპრომის“ მეწილედ მოიხსენიებენ.
ამდენად, მსხვაგსი სანდოობისა და მყარი რეპუტაციის წყაროები ადასტურებენ იმას, რაც ქართველი ხალხისთვის ისედაც ცხადია: გარდა რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის ზრდისა, „გაზპრომთან“ დაკავშირებით მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ბიძინა ივანიშვილის ჯიბეცაა. სახეზეა უმწვავესი კონფლიქტი ამ პიროვნების ჯიბის და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა ამ აშკარა საფრთხესა და მისი განეიტრალების გზებზე სამსჯელოდ. ჩვენის მხრივ მზად ვართ ამ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.
აუცილებელია ივანიშვილის არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე, მთავრობას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა არ მიეცეს. ოპოზიცია და საზოგადოება ამას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს" - აცხადებენ პარტიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.