საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოთხ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ განკარგულებებს მოაწერა ხელი.
2014 წლის 1-ელი მაისიდან სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება ზურაბ ბექაია, 2014 წლის 1-ელი ივნისიდან წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება თამარ გრძელიძე, 2014 წლის 2 ივნისიდან ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება როლანდ ბერიძე, ხოლო, 2014 წლის 3 აპრილიდან ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს ლევან ნიჟარაძე იკავებს.
ზურაბ ბექაია დიპლომატიურ საქმიანობას 1996 წლიდან ეწევა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად და საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, ასევე მუშაობდა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტში. იყო ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის ექპსერტი. 1996 წელს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
თამარ გრძელიძე 2001 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ქ.ჟენევა), მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ინტერ-კონფესიური ღვთისმეტყველებისა და საეკლესიო დიპლომატიის მიმართულებით. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ორგანიზაცია "ღია საზოგადოება - საქართველოს" პროექტის ხელმძღვანელად, თბილისის მე-6 გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, აგრეთვე შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. თამარ გრძელიძეს 1982 წელს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ფილოლოგიის სპეციალობით, ხოლო 1998 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ქრისტიანული ღვთისმეტყველების სპეციალობით.
როლანდ ბერიძე 80-იანი წლებიდან ეწევა დიპლომატიურ საქმიანობას. 1990 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის 1992 - 1997 წწ-ში გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსი. 1997-2001 წლებში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში ეკავა კონსულის თანამდებობა. 2002-2003 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორად. როლანდ ბერიძემ 2002 წელს დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი საჯარო პოლიტიკის მაგისტრის წოდებით. 1996 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.