კახა კალაძე: "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა შოუს დადგმა და მე თანახმა ვარ, მივიღო მონაწილეობა ამ შოუში
22-01-2016, 05:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა შოუს დადგმა მისი პარლამენტში მისვლით, თუმცა, ის თანახმაა ამ შოუში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს "გაზპრომის" საკითხზე პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

 

"პარლამენტში მისვლაზე გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვარ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანთან ექსპერტები იქნებიან ესენი, არასამთავრობოები თუ სხვა, ამ კონკრეტულ თემაზე შესახვედრად. ასევე პარლამენტში აუცილებლად მივალ. ცხადია, მათ უნდათ შოუს დადგმა. მე თანახმა ვარ მონაწილეობა მივიღო ამ შოუში, თუმცა როდესაც დრო მექნება, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვაცნობებ მათ და არა როდესაც ბატონი წიკლაური ნაბახუსევზე გაიღვიძებს და მოინდომებს კალაძის მისვლას პარლამენტში. ამას მე გადავწყვეტ როდის უნდა მივიდე", - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან "ნაციონალურ მოძრაობას" წერილობით აცნობა პარლამენტში მისვლის თაობაზე უარი, კალაძე აცხადებს, რომ იმ პერიოდში ვენაში იყო და ამიტომ პარლამენტში მისვლას ვერ მოახერხებდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი