ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვაშინგტონსა და შუა ატლანტიკის რეგიონში მოსალოდნელი რეკორდულად უხვი თოვლისა და ქარბუქის გამო 50 მილიონზე მეტი ადამიანი გააფრთხილეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
სინოპტიკოსების ცნობით, "პოტენციურად მაპარალიზებელი ქარბუქი" გვიან პარასკევს რამდენიმე საათის განმავლობაში 60 სმ-მდე თოვლს მოიტანს. მოელიან, რომ ქარბუქი ელექტროენერგიის გათიშვასთან ერთად გზებისა და საჰაერო მიმოსვლის შეჩერების მიზეზიც გახდება.
დიდთოვლობისა და ძლიერი ქარბუქის მოლოდინმა სუპერმარკეტებთან გრძელი რიგები და თაროების დაცარიელება გამოიწვია.
ამინდის გაუარესებას უკვე მოჰყვა ფატალური შედეგები. ჩრდილო კაროლაინაში ორი მძღოლი, ტენესიში ერთი, ხოლო მერილენდში ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა.
Getty Images
European photopress agency
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.