ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომის" წარმომადგენლებთან ავსტრიაში გამართულ შეხვედრაზე საერთო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
"მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ქართულ მხარეს გვინდა მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით გაზის მოცულობების მიღების შემთხვევაში. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ალბათ დავასრულებთ მოლაპარაკებებს და შესაბამის შედეგს მივაღწევთ", - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.