საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"ჩვენ ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. პირველი საკითხი იყო საქართველოს კავშირები "გაზრპომთან" და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან გაზის მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი შეეხებოდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ენერგოსექტორში არსებულ თანამშრომლობას. ეს არ იყო ჩემი პირველი შეხვედრა მინისტრ კალაძესთან. ვფიქრობ, ამ კონკრეტული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კალაძემ უნდა გაავრცელოს. თუმცა, მე მაქვს ზოგადი ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მინდა განვაცხადო, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას, ამ შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს მოსახლეობისა და ეკონომიკური სუბიექტებისთვის ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება. ჩემი აზრით, ეს არის ის, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს ამ რთულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ პირობებში. მე მესმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს," – აღნიშნა ჰერმანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.