ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ გუშინ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. როგორც ჰერმანმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აღიარებული იქნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.
"ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხს დიდი ყურადღება დაუთმო. დისკუსიის დროს აღიარეს ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია. საქართველოს პროგრესი არის შთამბეჭდავი და ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ბუნებრივია. იყო საუბარი იმ სფეროებზეც, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. ეს სფეროები არ არის ახალი და მათ შესახებ თქვენ საკმაოდ კარგად იცით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მოსამართლეების დამოუკიდებლობის მნიშვნელობასაც", - განაცხადა ჰერმანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.