კახა კალაძე: შესაძლოა, რუსეთმა "მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება" და სომხეთს ირანიდან მიაწოდოს ბუნებრივი აირი
22-01-2016, 05:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთს სომხეთისთვის ირანიდან გაზის მიწოდება შესაძლოა უფრო მეტი დაუჯდეს, ვიდრე საქართველოს გავლით , თუმცა მან მაინც "პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს".

 

 

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, რუსეთს რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, სომხეთი ბუნებრივი აირით ირანიდან მოამარაგოს.

 

 

"დღესაც აწვდის გაზს, თუმცა არა მთლიანი მოცულობით, რაც სომხეთს სჭირდება, თუმცა დამატებით ერთი მილიარდი შეუძლია მიაწოდოს სომხეთს ირან-სომხეთს შორის არსებული გაზსადენის მეშვეობით. გარკვეული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ კი, მათ აქვთ რეალური შესაძლებლობა სრულად დააკმაყოფილონ სომხეთის ბაზარი ირანიდან მიწოდებული ბუნებრივი აირით. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ ელექტროენერგიის თვალსაზრისით გარკვეულწილად დამოკიდებული ვართ რუსეთზე, შემოგვაქვს ელექტორენერგია, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ყველაზე მაღალია მოხმარება და რეგიონში არსებულ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე საუკეთესო ფასია დადებული ელექტროენერგიაზე რუსეთის მხრიდან", - განაცხადა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი