ევროპარლამენტმა საქართველოში კონკრეტული საქმეების განხილვის მიზნით, შესაძლოა, ექსპერტთა მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ მზადყოფნას ევროპარლამენტი იმ რეზოლუციაში აცხადებს, რომელიც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით გუშინ მიიღო.
"ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის იდეას ექსპერტთა მისიის გაგზავნის შესახებ, რომელიც მაღალი დონის მრჩევლებს, ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისგან იქნება დაკომპლექტებული იმისათვის, რომ განიხილონ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საქმე", - აღნიშნულია დოკუმენტში.
იმ საქმეების სასამართლო განხილვებზე მონიტორინგის განხორციელების წინადადებით, რომლებზეც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არსებობს, უცხოელ პარტნიორებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენიმე თვის წინათ მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.