ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, იეჰილ ხილიკ ბარის შეხვდა
08-04-2014, 10:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, ისრაელის შრომის პარტიის გენერალურ მდივან იეჰილ ხილიკ ბარის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

 


კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო - ისრაელის ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლა - უვიზო მიმოსვლის ამოქმედება და გამოითქვა იმედი, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში ურთიერთობების გაფართოებას.

 

 

საუბარი შეეხო საგანმანათლებლო და კულტურულ დარგში გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას, დაისახა პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახლოვდება ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო ღონისძიების თარიღი, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 21-23 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ქნესეთის დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების მნიშვნელობას, რაც ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული და პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება, მათ შორის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოთა დონეზე.

 

 

შეხვედრას ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე ბოსთან დორონი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი