პირველადი ჯანდაცვის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის გამო, ფინანსთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი ავტომობილები ჯანდაცვის სამინისტროს ოჯახის ექიმების გამოძახებებისთვის გადასცეს.
"პირველადი ჯანდაცვის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის გამო, ფინანსთა სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მზადაა, სამინისტროს სისტემაში არსებული სამსახურებრივი ავტომობილები, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოჯახის ექიმების გამოძახებებისთვის," ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.