საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი აჰმეთ სონერ ენსაროღლუ.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ირაკლი შოთაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. თავის მხრივ, მთავარმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა ელჩს 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურის დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის და გამოხატა მზადყოფნა მისი თურქი კოლეგის საქართველოში ოფიციალურ მოწვევასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ მომავალში შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ძებნილი პირების ექსტრადიცია და სამართლებრივი დახმარება, ასევე ერთობლივი ტრენინგებისა და სასწავლო სემინარების ორგანიზება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.