მანანა კობახიძე: გარდაბნის გამგებლის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ყაჩაღობის ჩადენის ფაქტზე იხდიდა სასჯელს
22-01-2016, 07:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, გარდაბნის გამგებლის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატი მძიმე დანაშაულის, ყაჩაღობის ჩადენის ფაქტზე იხდიდა სასჯელს და ის ედუარდ შევარდნაძის შეწყალების საფუძველზე გამოვიდა ციხიდან. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დაამატა, რომ გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობა" თავისი კანდიდატის მოხსნას გეგმავს.




როგორც კობახიძემ აღნიშნა, გუშინ "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოპოზიციური პარტიების გარკვეულმა ნაწილმა არჩევნებამდე დაახლოებით 8 დღით ადრე გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ეს არის ალოგიკური ნაბიჯი არჩევნებამდე 8 დღით ადრე.


"ფორმალურად იცით, რომ იქ გარკვეული საფუძვლები იყო მითითებული, თითქოს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც წესი, ასეთი ბოიკოტირება ხდება ხშირ შემთხვევაში მაშინ, როდესაც რეალურად გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს იმ კანდიდატს, რომლის უკანაც დგანან ეს პარტიები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ "ნაციონაური მოძრაობაც" ნამდვილად გეგმავდა და გეგმავს თავისი კანდიდატის მოხსნას და ბოიკოტორების რეჟიმის შეერთებას. იმ საფუძვლებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს, რა თქმა უნდა ამის მიზანია ამოეფარონ ამ ბოიკოტირების რეჟიმს. სინამდვილეში რეალური მიზეზი არის ის, რომ მათ კანდიდატს ნამდვილად არ აქვს გამარჯვების შანსი, მით უმეტეს, როდესაც არსებობს დაფარული ინფორმაცია, რომელიც ნამდვილად დარწმუნებული ვარ გარდაბნის ამომრჩევლებმა არ იციან," განაცხადა კობახიძემ.


მისი თქმით, 1994 წელს ბესიკ კახაბრიშვილი დაკავებული იყო და მას 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირადი ქონების კონფისკაციით და გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. 1997 წელს ის მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შეწყალების აქტით გათავისუფლდა.


"ის ფაქტი ეხებოდა ყაჩაღობას და გარკვეული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, ადამიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, შეღწევას ბეწვის და ტყავის გადამამუშავებელ ფაბრიკაში. ასეთი ბიოგრაფია აქვს ამ ადამიანს. რა თქმა უნდა, მიუხედავადად იმისა, როდის აქვს დანაშაული ჩადენილი, ალბათ მნიშვნელოვანია ამომრჩევლებმა იცოდნენ ვის აძლევენ ხმას, ვინ არის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან". დარწმუნებული ვარ ამომრჩეველი გააკეთებს სწორ არჩევანს, თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მანამდე ბოიკოტი არ გამოუცხადა არჩევნებს," განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი