საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ქვეყანაში ვირუსული გრიპის ინფექციის გამო შექმნილი სირთულეების დასაძლევად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ავტობომილებით დაეხმაროს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უკვე ესაუბრა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნა გამოთქვა, რომ დიდ ქალაქებსა და რაიონებში პირველადი სასწრაფო სამსახურების მუშაობის გასაუმჯობესებლად, სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურებრივი ავტომობილები დროებით დაუთმონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.