საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობას უხდის.
ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში პრემიერი აღნიშნავს, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია.
"განსაკუთრებით ვაფასებთ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის დადასტურებას ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად. ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის ჩვენი პროგრესული ურთიერთობების საბოლოო ეტაპი და კიდევ ბევრის მიღწევა შეგვიძლია ამ მიმართულებით. მადლობას ვუხდით ევროპარლამეტარებს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის. როგორც ევროკომისიის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ზოგიერთი მიმართულებით კი გასცდა დადგენილ მოთხოვნებს. ველით, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და ასევე, მეტ შესაძლებლობას მისცემს ბიზნესსაზოგადოებას, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.