4 ადამიანი, მათ შორის მოქმედი მერის ქალიშვილია მოკლული კანადის ერთ-ერთი ქალაქის სკოლაში მომხდარი სროლების შედეგად
23-01-2016, 00:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

4 ადამიანია მოკლული და რამდენიმეს დაზიანებები აქვს მიღებული კანადის დასავლეთ პროვინციაში, სასკატჩევანში მომხდარი სროლების შედეგად. ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

 

 

პოლიციის ცნობით, ლოჯეის სკოლასა და სხვა ადგილას მომხდარი სროლების შემდეგ, ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს და ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

 

 

კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უფრო ადრე განაცხადა, რომ მოკლული იყო 5 ადამიანი, მაგრამ მოგვიანებით ამ ინფორმაციის კორექტირება მოხდა. სკოლაში განხორციელებული სროლები იყო „თითოეული მშობლის საშინელი კოშმარი, საზოგადოება თავბრუდახვეულია“, განაცხადა ტრუდომ.

 

 

კანადის პრემიერ მინისტრმა, რომელმაც ამ ფაქტის შესახებ შვეიცარიის ქალაქ დავოსში ისაუბრა, შეაქო თავდამსხმელის მიმართ პირველი წინააღმდეგობის გამწევნი, რომელთაც „სწრაფად და მამაცურად იმოქმედეს“.

 

 

ლა ლოჯეის მოქმედმა მერმა განაცხადა, რომ მისი 23 წლის ქალიშვილი მარია, მასწავლებელი, ერთ-ერთია სკოლის მსხვერპლთა შორის.

 

 

მან აგრეთვე განაცხადა, რომ როგორც მას პოლიციამ უთხრა, შეიარაღებულმა მამაკაცმა სკოლაში სროლების განხორციელებამდე, მის ორ დედ-მამიშვილს ესროლა სახლში და შემდეგ აიღო გეზი სკოლისაკენ.

 

 

პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავა, რომლის ვინაობაც, მისი არასრულწლოვანი ასაკიდან გამომდინარე არ ხმაურდება. 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი